რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „რანინა“ თავდაპირველად 2002 წელს დაარსდა სახელწოდებით „ეკო-ფუდი“. კომპანიის საწყის ეტაპზე პრიორიტეტი იყო მომხმარებლისთვის ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის რძის პროდუქციის მიწოდება. აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკითა და საკუთარი ლაბორატორიით, კომპანია აწარმოებდა 40-მდე დასახელების პროდუქციას – მათ შორის: რძეს, მაწონს, არაჟანს, კარაქს, ხაჭოს, მაიონეზს და სხვას.
„ეკო-ფუდი“ პირველი იყო საქართველოში, რომელმაც ბაზარს ბიოლოგიურად აქტიური ბიფიდო ბაქტერიებით გამდიდრებული მაწონი და კეფირი შესთავაზა – პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, იცავენ ალერგიისგან და აღადგენენ ენერგიას.
რძე კომპანიის საწარმოში შემოდიოდა სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რძის შემგროვებელი პუნქტებიდან, და დღეში 70–75 ტონა ნედლი რძე მუშავდებოდა. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდებოდა მთელ საქართველოში, მათ შორის, თბილისისა და მცხეთის ფირმული მაღაზიების მეშვეობით.
კანონში შესული
ცვლილებიდან გამომდინარე სიტყვა „ეკო“ შეიზღუდა ბიზნეს სივრცეში, 2002 წელს დაფუძნებული კომპანია „ეკო-ფუდი“ ჩაანაცვლა
კომპანია „რესპუბლიკა“-მ (სავაჭრო ნიშნით „რანინა“ და "მალკო"). მენეჯმენტის დაუღალავი და სწორი
შრომის შედეგად გატარდა პროგრესული ცვლილება რებრედინგის კუთხით. დაარსებიდან დღემდე
კომპანია აქტიურად ახორციელებს დანადგარების და ტექნოლოგიური პროცესების განახლებას.
2007 წლიდან კომპანიაში
დანერგილია ევრო სტანდარტები, კომპანიის მენეჯმენტის გამართული მუშაობა შეფასდა ISO 9001 კატეგორიის სერთიფიკატით და ISO 22 000 რაც
ადასტურებს რომ კომპანიის მიერ წარმოებული სურსათის უვნებლობის ნორმები მკაცრად არის
დაცული.
2008 წლის შემდეგ კომპანიამ განახორციელა მასშტაბური რებრენდინგი და გადავიდა სრულიად ახალ ეტაპზე როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნოლოგიურად.
კომპანია „რანინა“ – ეს არის თანამედროვე ქართული რძის საწარმო, რომელიც აერთიანებს ევროპულ სტანდარტებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და სუფთა ბუნებრივ ნედლეულს.
საწარმოო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა: კომპანიამ დანერგა უახლესი ევროპული საწარმოო ხაზები და აღჭურვილობა, რომლებიც ითვალისწინებენ ყველა საერთაშორისო ნორმასა და ჰიგიენის მკაცრ სტანდარტს. ქარხანაში მოქმედებს დახვეწილი სისუფთავისა და უსაფრთხოების მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურად მაღალ ხარისხსა და უვნებლობას.
საწარმოო პლატფორმა
2002 წლიდან დღემდე მდებარეობს ორხევში და აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე დანადგარით.
კომპანიაში 300-მდე ადამიანია დასაქმებული.
ტერიტორიაზე განთავსებულია საწარმო და ლოჯისტიკურ-ადმინისტრაციული ოფისი, ასევე
ფუნქციონირებს რძის მიმღები,ყველის,რძემჟავა პროდუქტების(მაწონი,არაჟანი,ხაჭო,იოგურტი,კეფირი,აირანი),კარაქის,მაინეზის
ულტრაპასტერიზებული სასმელი რძის ჩამომსხმელი საამქრო- საწარმოო უბნები, ქიმიური და
მიკრობიოლოგიური ლაბორატორია და ხარისხის მართვის სამსახური.
სავაჭრო ნიშანი „რანინა“ წარმოებისთვის იყენებს ეკოლოგიურად
სუფთა, ნატურალურ ნედლეულს. კომპანია ფლობს სამაცივრე მეურნეობებს, რათა ნედლეულმა და წარმოებულმა სურსათმა სრულად შეინარჩუნოს
სასარგებლო უნარ-თვისებები.
2021 წელს კომპანიამ
განახორციელა ინვესტიცია და პირველად საქართველოში მოხდა მონტაჟი ნაღების კარაქის წარმოების
სრული ციკლის ტექნოლოგიური ხაზის. ნაღების
კარაქის წარმოება ხდება ექსკლუზიურად ქართული ნედლეულით, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში
მერძეული მესაქონლეობის შემდგომ განვითარებას და ასევე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას.
ამავე წელს განახლდა და გაფართოვდა ყველის წარმოების უბანი, გაკეთდა დასავარგებელი
და სამაცივრე უბნები, დაინერგა ტექნოლოგიური პროცესები, განახლდა მანქანა-დანადგარები
რათა შექმნილიყო რბილი და მყარი როგორც ადგილობრივი ასევერე ევროპული ყველის სახეობების
წარმოება.
2025 წელს კომპანიაში
დაგეგმილია ახალი ინოვაციური პროდუქციის წარმოება და მაშტაბური რებრენდინგი, ახალი
სავაჭრო ნიშნებით ქართულ და საექსპორტო ბაზარზე ოპერირება.
ბრენდები და პროდუქციის მრავალფეროვნება
დღეს კომპანია „რანინა“ მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციას ორი ძლიერი ბრენდის – „რანინა“ და „მილკო“ – სახელით. საწარმო აწარმოებს 40-ზე მეტ დასახელებას, მათ შორის:
ნატურალურ რძეს
მაწონს და ხილის მაწონს
არაჟანს
კარაქს და ნაღების კარაქს
შოკოლადის კარაქს
კეფირს
ხაჭოს
მაიონეზს
და რაც მთავარია, რანინა იყო პირველი, ვინც საქართველოში დაიწყო აირანის წარმოება
დიეტურ რძის პროდუქტებს
იოგურტებს
სხვადასხვა სახეობის ყველს – მათ შორის:
მასდაამი,
გაუდა (მოზრდილი და ახალგაზრდა ვერსიებით),
გაუდა თხის რძისგან, უნიკალური რეცეპტით,
პარმეზანი,
ბლუ ჩიზი – ლურჯი ობით გამდიდრებული ნატურალური ყველი.
„რანინა“ დღეს წარმოადგენს პროფესიონალიზმის, სისუფთავის, ხარისხისა და გემოს სინთეზს. ჩვენი მიზანია, თითოეულ ოჯახს ყოველდღიურად მივაწოდოთ ჯანსაღი და მაღალი ხარისხის რძის პროდუქტები, რომლებიც იზრუნებს მათ ჯანმრთელობაზე.